„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 05:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაიშაურები, მთა ვარცლა, ფასანაური, ახატანი და მიმდებარე სოფლებში; 07:00-დან 09:00 საათამდე აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში, გრუზაულა ტბის მიმდებარედ და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნავდარაანთკარი და გალავანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.