„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
დიდ ბრიტანეთში ძაღლმა პატრონი კომიდან გამოიყვანა და თერაპევტული ძაღლი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.
2016 წელს 65 წლის ენდი სასი ქალაქ საუთჰემპტონის საავადმყოფოში მოხვდა. კაცს მძიმე ფორმის პნევმონია ჰქონდა, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარდა და ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს.
როდესაც დაავადების კრიზისმა გადაიარა, ექიმებმა პალატაში კაცის ძაღლი სახელად ტედი შეუშვეს. ძაღლის ყეფის გაგონებაზე სასმა დაგეგმილზე 3 დღით ადრე გაიღვიძა.
2017 წელს, ძაღლმა დიდი ბრიტანეთის სამეფოს სპეციალური ჯილდო მიიღო. მალევე სასმა ტედი თერაპევტული ძაღლების კურსებზე წაიყვანა.