ლარი გამყარდა - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1765991936
ამერიკულმა სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას განიხილავს.
აღნიშნული ზომის მიზანი მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების განახლებულ ვარიანტს უარყოფს.
წყაროების თქმით, განიხილება შეზღუდვები რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების, ასევე იმ ნავთობტრეიდერების წინააღმდეგ, რომლებიც გარიგებების დადებაში მონაწილეობენ.
Bloomberg აღნიშნავს, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ეს გეგმები მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპელ ელჩებთან შეხვედრაზე განიხილა.
სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში წარადგინოს. ამასთან, მათივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.