1749757476
ბლოგერმა ბლოგერი პირდაპირ ეთერში მოკლა (აშშ)

აშშ-ში, ცნობილი ბლოგერი Finny Da Legend-ი და მისი პარტნიორი პირდაპირ ეთერში მოკლეს. მედიის ცნობით, ბლოგერი ლას-ვეგასში, ცნობილ სასტუმრო Bellagio-სთან იმყოფებოდა, როდესაც მას სულ მცირე 7-ჯერ ესროლეს.
როგორც მედია იუწყება, მსროლელიც ბლოგერია, რომელსაც Finny Da Legend-თან სოციალურ ქსელში ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა.
პოლიციამ მსროლელსა და მსხვერპლს შორის არსებული კონფლიქტი დაადასტურა. მოგვიანებით, 41 წლის მანუელ რუისი პოლიციას ჩაბარდა.
"ამჟამად მიგვაჩნია, რომ ჩვენ დავადგინეთ ეჭვმიტანილი და ეს არის ერთჯერადი ინციდენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილსა და მსხვერპლს ადრე სხვადასხვა სოციალურ ქსელში კონფლიქტი ჰქონდათ", - განაცხადეს პოლიციაში.