არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1781035366
ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა, ცალსახად, მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით დაიწყო, - ამბობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ინფორმაციას DW ავრცელებს .
შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინს, ომის დაწყების წინ, "სრულიად აბსურდული" იდეები ჰქონდა. როგორც შოლცი ამბობს, რუსეთის პუტინმა მას უთხრა, რომ ბელორუსია და უკრაინა რეალურად არ უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
შოლცი პუტინთან საუბრის სხვა დეტალებსაც იხსენებს. მისივე თქმით, ის პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინა NATO-ს მომავალი 30 წლის განმავლობაში არ შეუერთდებოდა.
„NATO არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის"- განაცხადა შოლცმა.