„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს ავალდებულებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის თანახმად, ირანმა უნდა განაცხადოს მის ხელთ არსებული გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი გადამოწმების შესაძლებლობა მისცეს.
ამავე ცნობით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 21-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ათმა ხმის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
როგორც დიპლომატებმა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რეზოლუციის მოწინააღმდეგეები იყვნენ – რუსეთი, ჩინეთი და ნიგერია. მათივე თქმით, ვენესუელას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.