აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება

თვითმფრინავ

 აშშ-ში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ევაკუაცია ავარიული, გასაბერი ტრაპით მოხდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, American Airlines-ის თვითმფრინავს საბურავის პრობლემა შეექმნა, რამაც აალება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის დროს თვითმფრინავში ეკიპაჟის 6 წევრი და 173 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს, რათა მას შესაბამის ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდეს.