ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
აშშ-ის საჰაერო ძალებმა შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის, Minuteman III–ის საცდელი გაშვება განახორციელეს. ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობა იუწყება.
რაკეტა გაუშვეს 5 ნოემბერს, წყნარი ოკეანის დროით 01:35-ზე, კალიფორნიის ვანდენბერგის ავიაბაზიდან. რაკეტამ დაახლოებით 4 200 მილი (6 700 კილომეტრი) იფრინა და მიაღწია პოლიგონს მარშალის კუნძულებზე.
Minuteman III–ის ფრენის მაქსიმალური სიშორე დაახლოებით 9,5 ათასი კილომეტრია.
„ეს გაშვება წარმოადგენს დაგეგმილი და პერიოდული ღონისძიებების სერიას, რომლებიც გადამწყვეტია Minuteman III–ის შესაძლებლობების შეფასებისა და დადასტურებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გამოცდისას დადასტურდა რაკეტის საიმედოობა, საბრძოლო მზადყოფნა და სიზუსტე. Minuteman III–ის გაშვება განხორციელდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიწყებს ბირთვული იარაღის გამოცდებს, რადგან ამას უკვე აკეთებენ სხვა ქვეყნები. თუმცა, როგორც აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობის განცხადებაშია განმარტებული, Minuteman III–ის გაშვება არ უკავშირდება იმ ბირთვულ გამოცდებს, რომელთა შესახებაც ტრამპი საუბრობდა.