ტრაგედია რომში - ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
1751623280
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის კონტრაბანდით დაკავებულ ერაყულ კომპანიასა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ფინანსურ დაწესებულებას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, შავ სიაში მოხვდა ერაყელი ბიზნესმენის, სალიმ აჰმედ საიდის კომპანიების ქსელი, რომელიც 2020 წლიდან, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანულ ნავთობს რეალიზაციაში ისე უშვებდა, თითქოს ის ერაყული წარმოშობის იყო.
სანქციები დაუწესდა ასევე რამდენიმე ტანკერს, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებაში იყო ჩართული.