ირაკლი ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი გამოცხადდა.

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება.

სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.