ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვებიც. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინას!“ - წერს თალაკვაძე.
კიევის ოლქში, ბროვარიში ჩამოვარდა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩ