ანდრეი სიბიგა: არავის სურს მშვიდობა უკრაინელებსა და ევროპელებზე მეტად, თუმცა რუსეთი თავის დანიშნულებას ომის წარმოებაში ხედავს, მას ჩვენი თავისუფლების წართმევა უნდა

ანდრეი სიბიგა

არავის სურს მშვიდობა უკრაინელებსა და ევროპელებზე მეტად, თუმცა რუსეთი თავის დანიშნულებას ომის წარმოებაში ხედავს, მას ჩვენი თავისუფლების წართმევა უნდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

„უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პოზიცია მშვიდობის გზაზე პრინციპული და ნათელია: მისი განსაზღვრა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ იქნება პროდუქტიული. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად, არავის სურს მშვიდობა ევროპელებზე მეტად, თუმცა რუსეთი თავის დანიშნულებას ომის წარმოებაში ხედავს. მას სურს ჩვენი თავისუფლების წართმევა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიების ტრანსატლანტიკური ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული იმპერიალიზმი. სწორედ ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ძალის მეშვეობით შეგვიძლია, მივაღწიოთ ღირსეულ მშვიდობას, რომელიც საიმედო უსაფრთხოებაზე იქნება აგებული“, – განაცხადა სიბიგამ.