ანდრეი ერმაკი: სახლი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთი ბინა და ერთი მანქანა

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ფლობს მხოლოდ ერთ ბინას და ერთ მანქანას.

„სახლი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთი ბინა და ერთი მანქანა, რომელიც თავად ნახეთ“, – განაცხადა ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, რა მეტსახელით არის ის მოხსენიებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ჩანაწერებში, ერმაკმა უპასუხა, „ჩემი სახელია ანდრეი ერმაკი, სხვა სახელი არ მაქვს“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენტარს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენეს 460 მილიონი გრივნის გათეთრების საქმეში. უწყებები აღნიშნავენ, რომ თანხა კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში იქნა ჩადებული.