„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
უცხოური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ერთი პოტენციური ნაფიც მსაჯულის კანდიდატურა უკან გაიწვია.
People-ის ცნობით, პოტენციურმა ნაფიც მსაჯულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ „ფულის წყალობით, Puff Daddy-ის ციხიდან თავის დაღწევა შეუძლია".
„დიდის დიდი ფული აქვს, ასე, რომ შეუძლია თავისუფლება იყიდოს",- უთხრა 38 წლის ნაფიც მსაჯულმა მოსამართლეს.
კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობდა ასე, ქალმა მოსამართლეს უპასუხა:
„არ ვიცი როგორ ავხსნა ეს. ერთხელ ვიღაცამ ჩემი გაუპატიურება სცადა, თუმცა პოლიციამ არაფერი გააკეთა. არადა მათ ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ".
შეგახსენებთ, რომ Puff Daddy-ის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.
რეპერს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რეკეტების მოწყობასა და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ.
დიდი ბრალს არ აღიარებს.