პაკისტანის მთავრობა ინდოეთის არმიის ხუთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ინდოეთი-პაკისტანი

პაკისტანის მთავრობა ინდოეთის არმიის ხუთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ საკონტროლო ხაზის მახლობლად ჩამოაგდეს სამი „რაფალის“ ტიპის, ერთი „სუ 30“-ის ტიპის და ერთი „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.

ამასთან, პაკისტანის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაკ დარის დავალებით, გაერო-ში პაკისტანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ასიმ იფტიხარმა, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ინდოეთის მხრიდან თავდასხმის შესახებ აცნობა. პაკისტანმა თავდასხმის გამო ინდოეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, გიტიკა სრივასტავა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად.