ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საბერძნეთში კარნავალების ორგანიზატორი 28 წლის გოგონა 30-მეტრიან თხრილში იპოვეს. მას სხეულზე ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გარდაცვლილის გვერდით იპოვეს მოტოციკლი, რომლითაც სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. მისი სხეული 30 მეტრიან თხრილში ბიძამ აღმოაჩინა და სასწრაფოდ სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა, თუმცა, ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ირკვევა, გოგონა კიდურებისა და გულმკერდის არეშია დაჭრილი, ხოლო მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.