„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
Gucci-მ გაავრცელა დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექციის ფილმის სრული ვერსია გაავრცელა. „The Tiger" - ასე ჰქვია ქართველი დიზაინერის ნამუშევარს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლში დემი მური გვევლინება.
მილანის მოდის კვირეულის გახსნაზე დემნა გვასალია საზოგადოების წინაშე „გუჩის“ კრეატიული დირექტორის ამპლუაში პირველად წარდგა.
ქართველი დიზაინერის თქმით, მოკლემეტრაჟიანი კინოსურათის მიზანი იმის ჩვენებაა, თუ როგორ ვცდილობთ ყველანი სრულყოფილები ვიყოთ და რამდენად შეუძლებელია ეს. ასევე, ნამუშევარში საზოგადოება იტალიური მოდის სახლის ისტორიას კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს. დემნა აღნიშნავს, რომ , „გუჩი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტანისამოსი.