გამოქვეყნდა „ლილოსა და სტიჩის“ რიმეიქის ახალი კადრები

სტიჩი

Entertainment Weekly-მ მულტფილმის „ლილო და სტიჩი“ ადაპტაციის ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა.

ფილმის რეჟისორი დინ ფლეიშერ კემპია, სცენარისტი კი კრის კეკანიოკალანი ბრათი. მთავარ როლებს ასრულებენ მაია კეალოჰა და კრის სანდერსი, რომელიც სტიჩს გაახმოვანებს, როგორც ორიგინალური მულტფილმში. ფილმში ასევე ითამაშებენ: ზაკ გალიფიანაკისი, სიდნი აგუდონგი, ბილი მაგნუსენი, კაიო დუდუიტი და კორტნი ბი ვენსი. სურათის პრემიერა 23 მაისისთვის არის დაგეგმილი.