გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის 

ჯანდაცვა

გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის 

🔷 მოცემული სერვისი ვრცელდება საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ შემდეგ პირებზე:

🔷️ საჯარო სკოლის მასწავლებლები

🔷 საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალი 

🔷 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები 

🔷 პანსიონური სკოლის აღმზრდელები 

🔷 ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში დასაქმებული აღმზრდელები 

🔷 საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები 

🔷 სკოლაში დასაქმებული, საპენსიო ასაკს მიღწეული, პრაქტიკოსი მასწავლებელი 

🔷 გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები 

🔵 აღნიშნული პირებისთვის 100%-ით ფინანსდება: 

🔷 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები 

🔷 ოჯახის/სოფლის ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ქრონიკული მედიკამენტები 

🔷 ექიმ -სპეციალისტების მომსახურება:
⏹ ენდოკრინოლოგი
⏹ გინეკოლოგი
⏹ უროლოგი
⏹ ოფთალმოლოგი
⏹ ნევროლოგი
⏹ კარდიოლოგი
⏹ ოტორინოლარინგოლოგი
⏹ ქირურგი 

🔷 ინსტრუმენტული გამოკვლევები: 
⏹ ელექტროკარდიოგრაფია
⏹ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
⏹ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
⏹ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
⏹ ძვლების რენტგენოგრაფია 

🔷 კლინიკურ - ლაბორატორიულ გამოკვლევები: 
⏹ სისხლის საერთო ანალიზი
⏹ შარდის საერთო ანალიზი
⏹ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
⏹ კრეატინინი
⏹ ქოლესტერინი სისხლში
⏹ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
⏹ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
⏹ პროთრომბინის დრო
⏹ ჰემოგლობინი
⏹ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
⏹ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)

🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

🔷 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში

🔷 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია

🔷 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!