1754052276
ბავშვის მკვლელობისთვის გასამართლებული ღორის რეალური ამბავი

შუა საუკუნეების ევროპა სავსე იყო უცნაური წესებითა და კანონებით, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი პრაქტიკა მაინც ცხოველთა გასამართლება იყო.
ისტორიულად დადასტურებულია, რომ ცხოველები, დაწყებული ღორებით, დამთავრებული თაგვებით, ზოგჯერ ადამიანივით ასამართლებდნენ.
ამ ისტორიებიდან ყველაზე ცნობილ და შოკისმომგვრელ მაგალითად 1386 წელს, საფრანგეთის ქალაქ ფალეზში მომხდარი შემთხვევა ითვლება, სადაც ერთი ღორი მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა.
მკვლელობა და დაპატიმრება
ღორი, რომელიც ჩვეულებრივად დაეხეტებოდა სოფლის მიდამოებში, მოულოდნელად პატარა ბავშვს დაესხა თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაკბენისგან მიღებული მძიმე დაზიანებებით ბავშვი გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ღორი ცხოველური ინსტინქტით მოიქცა, ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს ფაქტი ძალზე სერიოზულად მიიღო. ცხოველი მაშინვე დააკავეს, როგორც დამნაშავე და სასამართლოზე წარადგინეს.
სასამართლო პროცესი თანმიმდევრული სტანდარტების დაცვით, საოცარი დეტალებით წარიმართა: ღორს ჰყავდა ოფიციალური დამცველი, პროცესს ხელმძღვანელობდა მოსამართლე და მოწმეებიც კი დაიკითხნენ. ცხოველი — როგორც ნებისმიერი ბრალდებული — სასამართლო დარბაზში წარადგინეს ადამიანური ტანსაცმლით შემოსილი: ეცვა ჟაკეტი, ხელთათმანები და ქუდიც კი.
ღორს წარუდგინეს ბრალდება — მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა. სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებისა და გარემო ფაქტების საფუძველზე, ღორი დამნაშავედ ცნო. საბოლოოდ, მას სიკვდილი მიუსაჯეს.
განაჩენის აღსრულება საჯაროდ მოეწყო. ქალაქის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობის თვალწინ ღორი ჩამოახრჩვეს. მთელი ქალაქი შეიკრიბა საყურებლად და ზოგიერთმა ფერმერმა საკუთარი ღორებიც კი მოიყვანა ჩამოხრჩობის სანახავად, რათა საუკეთესო ქცევა შეენარჩუნებინათ.