„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი... როგორ მატკინე გული...“ - ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
1781120154
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ლისის ტბაზე, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება „მათემატიკური მარათონი“ გამართა.
ღონისძიებაში სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა გასართობი აქტივობებით ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებოდნენ.
მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. დასასრულს კი, ბავშვებისთვის აზოტის შოუ გაიმართა.
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი დაესწრნენ.