მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა გადასცეს.
თამარ მახარაშვილმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოზარდებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და კამპანია „მე მომავალში“ სწორედ ამ მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.
„მე მომავალში“ კამპანიის ფარგლებში გამართულ ესეების, კომიქსების, ლოგოს შექმნის, ასევე სპორტულ აქტივობებსა და სხვადასხვა კონკურსებში სულ 56 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე კი კონკურსში 160 საჯარო და 2 კერძო სკოლის 7 500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
კამპანიას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და პასუხისმგებლობიანი ქცევის წახალისება.