ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თურქეთის რესპუბლიკაში „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საერთაშორისო სამიტსა და გამოფენაში‘‘ მონაწილეობს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე წულაძე, სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის, იუსუფ თეკინის მიწვევით სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ერთად იმყოფება. მან სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გააცნო როგორც განხორციელებული პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკავშირდება.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად განათლება რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ, ინოვაციების დანერგვისა და ციფრული კომპონენტის გასაძლიერებლად, სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებში თანამედროვე კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) როლზე განათლების სისტემის ციფრული გარდაქმნის პროცესში, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ტრანსფორმაციას თან ახლავს.
მიმართვის დასასრულს, ალექსანდრე წულაძემ მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, საქართველომ არაერთ საერთაშორისო გამოფენა/კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე და მოადგილე ბაია კვიციანი ესწრებოდნენ.
სამიტში მონაწილეობას იღებენ ისეთი საერთაშორისო და მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Nesta (ბრიტანეთის ინოვაციების ფონდი), AI in Education Association (ხელოვნური ინტელექტი განათლების ასოციაცია), OpenAI, Skype, Apple Siri, Shazam და სხვა.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634