„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, როგორც რეალური, ისე მსყიდველუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კახა ხაზარაძის ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე საუბრისას.
„შეუძლებელია, რომ ასეთი შედეგი დაიდოს, რომ არ იყოს მყარი საფუძველი. მყარ საფუძველზე და რეალობაზე დაფუძნებით აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები კარგ პროგნოზებს. ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზარდა ერთი თვის შემდგომ, რაც გამოაქვეყნა ზოგადი პროგნოზი სავალუტო ფონდმა საქართველოსთან მიმართებით.
ყველა ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს პროგნოზს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამით თვლის, რომ საქართველო არის გამორჩეული ეკონომიკური ზრდით, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
ეკონომიკური კოლაფსის მორიგი პროპაგანდა. ამჯერად კრიზისს შემოდგომაზე აანონსებენ - ავტორი კახა ხაზარაძეა. ხაზარაძის აპოკალიფსური პროგნოზები რომ არ მართლდება, ამას წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებები და რეალური შედეგები ადასტურებს.