საქსტატი: 2025 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3% შეადგინა

ეკონომიკური ზრდა

2025 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3% შეადგინა. მიმდინარე წლის ექვს თვეში კი ეკონომიკური ზრდა 8,3%-ით განისაზღვრა.

ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ, მშენებლობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა შეიტანა.