ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საბურთალოს რაიონში, თოფურიძის ქუჩა N4, N14 ა და N14 ბ-ს მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი და განთავსდა საპარკე ინვენტარი. ასევე, ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 366 393 ლარი გამოიყო, სამუშაოები კი კონტრაქტორმა კომპანია „ტაომ“ შეასრულა.