ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, 30 მაისს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, IIა კვარტლების, თემქის დასახლების IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, V კვარტლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), აბაის, აბანოს, ზურაბ ქუქჩიშვილის, შატილის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.