სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დეპუტატ მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია“.
ანალიტიკოსის თქმით, როცა ქალსა და მის მცირეწლოვან ბავშვებს მიუხტებიან და ატერორებენ, მერე მსხვერპლებად ასაღებენ თავს, თან ახალგაზრდა ასაკზე აპელირებენ.
„რუსთაველზე გმირები და რევოლუციონერები არიან და როცა ქალსა და მის მცირეწლოვან ბავშვებს მიუხტებიან და ატერორებენ და კანონის ძალით დაისჯებიან, მერე მსხვერპლებად ასაღებენ თავს, თან ახალგაზრდა ასაკზე აპელირებით.
ესენი არიან ევროპაში ადრე მოქმედი „წითელი ბრიგადების“ ქართული ანალოგი. ჯერ ვინმეს მოკვლის ბრძანება არ მიუღიათ“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.