1750017082
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეები

13-დან 20 ივნისის ჩათვლით ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ჩვენი სპორტსმენები ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
დღეს ბუდაპეშტში წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ქართველმა ძიუდოისტებმა საკუთარი მეტოქეების ვინაობა გაიგეს.
პირველ დღეს საქართველოს ერთი წარმომადგენელი ეყოლება - 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი შარშან აბუ-დაბიში მოგებული ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.