2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გუშინ გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ლეგენდის ჯილდო ჩაიბარა, რის შემდეგაც ამავე გამოცემის ჟურნალისტთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კარიერის მალე დასრულების ალბათობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი - იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მალე გადაწყვეტთ პენსიაზე გასვლას?
ილია თოფურია: „ეშინიათ, რომ პენსიაზე გავალ? ვაუ. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ეს შიში ბევრი სპორტსმენის მიმართ გვემართება, მაგალითად რაფა ნადალის შემთხვევაში, არასდროს გვინდოდა მისი პენსიაზე გასვლა... მაგრამ დგება დრო, როდესაც სპორტსმენმა ეს უნდა გააკეთოს. მესმის, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს ჩემი პენსიაზე გასვლა, ვისაც ყოველთვის უნდა, რომ შაბათს საღამოს, ტელევიზორის წინ, ან მოგზაურობის დროს ჩემს შეჯიბრებებს უყუროს... მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ, რომ სპორტში ყველას გვაქვს ვადის გასვლის თარიღი და ჩემიც უეჭველად მოვა. და არ მგონია, რომ...“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე