ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც წლის ბოლომდე „პოტენციური მილიონერობის“ შანსი აქვთ

ასტროლოგია

ვერძი

ენერგია და რისკზე წასვლის უნარი ვერძებს ახალ პროექტებში წარმატებას მოუტანს. წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ბიზნესის გაფართოებისა და სწრაფი მოგებისთვის.

კურო

კუროებს ფინანსური სტაბილურობა ისედაც ახასიათებთ, მაგრამ წელს შესაძლებელია დიდი თანხის დაგროვება ინვესტიციების, უძრავი ქონების ან ხანგრძლივი შრომის შედეგების სახით.

ლომი

ლომებისთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა პირდაპირ კავშირშია შემოსავალთან. კარიერული ნახტომი, პოპულარობა, ან საკუთარი ბრენდის შექმნა მათ დიდ ფულთან დააახლოებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს იღბალი უცხოეთთან, განათლებასთან და ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს. მოულოდნელი შეთავაზება ან რისკიანი, მაგრამ წარმატებული ნაბიჯი ფინანსურ ზრდას მოიტანს.

თხის რქა

შრომისმოყვარეობა და დისციპლინა წელს საბოლოოდ ანაზღაურდება. თხის რქებს აქვთ შანსი მიიღონ დიდი შემოსავალი კარიერული წინსვლის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე გადასვლის შედეგად.