4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858
გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც საკუთარი სადარბაზოს კუთხეში ან ახალი სამსახურის ზღურბლთან გადააწყდებით.
თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩვეული რიტმით იცხოვროთ - ისწავლოთ, ვინმეს შეხვდეთ, სოციალური ქსელები დაათვალიეროთ - და მოულოდნელად ისეთი სიახლე შეიტყოთ, რომელიც განწყობას "ყველაფერმა დამღალადან" "როგორც იქნა, რაღაც კარგი მოხდას" მდგომარეობამდე შეცვლის.
ამასთანავე, სიურპრიზები არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება: ისინი გიბიძგებენ იმისკენ, რისკენაც დიდი ხანია, მიისწრაფვით, თუმცა ამას მუდმივად სამომავლოდ განიხილავდით. შფოთვისკენ მიდრეკილთათვის ეს პერიოდი მარტივი არ იქნება, რადგან მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტის წინასწარ გათვლა ვერ მოხერხდება. ამ თვეში ლოგიკა რეალობას ხშირად ჩამორჩება, საუკეთესო მომენტები კი სწორედ იქ მოხდება, სადაც არავინ ელის…ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის იქნება:
ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აპრილში სიურპრიზი კარიერულ სფეროში გელით, რაც ძალიან გაგაოცებთ. შესაძლოა, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როდესაც თქვენ უბრალოდ საკუთარ საქმეს აკეთებთ, ზედმეტს არაფერს ელით, საბოლოოდ კი ისეთ შეთავაზებას იღებთ, რომელზეც უარის თქმა რთულია... ეს შეიძლება ახალი პროექტი, დაწინაურება ან საკუთარი თავის უფრო მასშტაბურ საქმეში გამოცდის შანსი იყოს.
ამასთანავე, ყველაფერი საკმაოდ მკვეთრად მოხდება: დღეს თუ ჯერ კიდევ ჩვეულ რიტმში მოძრაობთ, ხვალ უკვე რაღაც წარმოუდგენლის ახალ პირობებს განიხილავთ. თავიდან შეიძლება მცირე ეჭვი გაგიჩნდეთ, თუმცა მას სწრაფადვე აზარტი შეცვლის.
და დიახ, თქვენ ამას ნამდვილად გაართმევთ თავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ეს თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ყოველდღიურობაში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან, თუმცა, ამავდროულად, მეტ შესაძლებლობასთან ასოცირდება. თქვენს შემჩნევას დაიწყებენ, თქვენს აზრს ანგარიშს გაუწევენ და ეს თავდაჯერებულობის დიდ მუხტს მოგცემთ. ამასთან, შესაძლებელია ფინანსური ბონუსიც მიიღოთ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სასიამოვნოდ დააგვირგვინებს. მთავარია, შიშის გამო უარი არ თქვათ და საკუთარი შესაძლებლობები არ დააკნინოთ. მაშინაც კი, თუ შეთავაზება მოულოდნელია, ის ძალიან დროული აღმოჩნდება.
კურო
აპრილში თქვენი სიურპრიზი პირად ცხოვრებას უკავშირდება და აქ მოვლენები მაქსიმალურად საინტერესოდ შეიძლება, წარიმართოს. თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორმა შესაძლოა, ისეთი საქციელით ან გადაწყვეტილებით გაგაოცოთ, რომელიც თქვენს კავშირს ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს შეიძლება სერიოზული საუბარი, მოულოდნელი საჩუქარი ან ისეთი ნაბიჯი იყოს, რომელიც თქვენ მიმართ მის რეალურ დამოკიდებულებას გამოავლენს.
ხოლო თუ თავისუფალი ხართ - მოულოდნელი ნაცნობობისთვის მოემზადეთ, რომელიც მარტივად დაიწყება, თუმცა სწრაფადვე რაღაც დიდში გადაიზრდება! ეს შეიძლება, სრულიად არაორდინალურ ადგილას მოხდეს - ყავის რიგიდან დაწყებული, რომელიმე მიმართულებით ტურის ჩატში შემთხვევითი მიმოწერით დასრულებული.
აქ ყველაზე კარგი ის არის, რომ დაძაბულობას ან ეჭვებს საერთოდ არ იგრძნობთ. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს მეტ სითბოში, ყურადღებასა და ერთად ყოფნის სურვილში გამოიხატება. მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ და ყველაფრის გაკონტროლება არ სცადოთ. უბრალოდ ამ გამოცდილების მიღების უფლება საკუთარ თავს მიეცით...ვრცლად