„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
„დროის 3 ჰიპოსტაზი
ძველად, დაახლოებით მე16 საუკუნემდე დროის ცნებას აერთიანებდა სამი ჰიპოსტაზი:
1. ქრონოსი - დროის სიბრტყე, რომელიც სამად იყოფოდა: წარსული, აწმყო და მომავალი. აქედან, რეალური, ფაქტად არსებული მხოლოდ წარსულია, რადგან აწმყოს ფიქსირება ვერ ხერხდება, მომავალი კი განუსაზღვრელია თავის არსით.
2. ციკლი - ციკლურობა ასევე დროის უმნიშნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ბრწყინვალედ შეითვისეს და გაითავისეს აღმოსავლეთში. მაგ: აღმოსავლური ასტროლოგია სრულადაა აგებული ამ ციკლურობაზე, (12, 60 და მეტ წლიანი ციკლები, აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებს მეორე ციკლზე სხვა სტიქიის წარმომადგენლები ცვლიან და ა.შ.)
3. კაირუსი - ფაზები, როგორც ელექტროკარდიოგრამაზე იზოელექტრული ხაზის ზევით და ქვევით ასახული გრაფიკული მაჩვენებელი. ფაზები ცოცხალ სამყაროში ყოველთვის გვხვდება, ის ყველაფერიშია. მაგ: ზღვის ტალღებს აქვს თავის ფაზები, მათი ცოდნითა და ხელმძღვანელობით შეგვიძლია სტრატეგიულად (ისე რომ დაველოდოთ მცირე ტალღებს და ნელნელა გავიდეთ სამშვიდობოს )ვიხსნათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხისგან.
ეს სამი ნაწილი ქმნის დროს.
სამივეს გათვალისწინება იყო საჭირო ასტროლოგისთვის, განსაკუთრებით კი სამედიცინო ასტროლოგიაში, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ასტროლოგია (დედამიწისთვის პირველი ასე ვთქვათ „მეცნიერება“ იყო) რაც ვიცით დაახლოებით მე11 საუკუნიდან ისწავლებოდა თითქმის ნებისმიერ პროფესიასთან ერთად, თუმცა მე 16 საუკუნეში, როდესაც მას რომის კათოლიკური ეკლესიის რისხვა დაატყდა, თანაც ისე, რომ ვერც ნიუტონმა, ვერც კეპლერმა და ვერც ცხონებულმა ბრუნომ ვერ უშველეს უკვე გასაგები ხდება, რომ ბევრი რამ დაკარგული და გამქრალია ...
შესაბამისად, შემოგვრჩა მხოლოდ დაუმარცხებელი ქრონოსის მადლი, მხოლოდ დროის სიბრტყის ცნება...ციკლისა და ფაზების გარეშე...“,- წერს ქეთი ოდიშელი.