გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
5 მაისი
აღნიშნულმა დღემ შესაძლოა, სტაგნაციისა და შინაგანი დაძაბულობის განცდა მოგვიტანოს, უენერგიობა ვიგრძნოთ და ყოველდღიური საქმეების შესრულებაც კი განსაკუთრებით გაგვიჭირდეს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ იძულებით არაფრის გაკეთება ვცადოთ. ეს დაკვირვებისა და ფიქრის დღეა. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ, რა გვიშლის ხელს წარმატებაში და რისი შეცვლა გვჭირდება ბედნიერებისათვის. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის მაისში გარკვეული გამოწვევები ელოდება)
6 მაისი
ამ დღეს შესაძლოა, საბოლოოდ გავარკვიოთ ის საკითხები, საქმეები, რომლებიც ადრე სრულიად ბუნდოვნად გვეჩვენებოდა. სიცხადის დღეა. შემოქმედებითი საქმიანობისთვის იდეალური პერიოდია. ასევე, თუკი რაიმეს შესწავლას გეგმავთ ან განსხვავებულ პროექტში ჩართვა გსურთ, ამ დღეს დაიწყეთ. გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევთ.
7 მაისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, უენერგიობა იგრძნოთ და ზოგიერთი გეგმის განხორციელება შეფერხდეს. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. დაისვენეთ და ძალების აღდგენა სცადეთ.
8 მაისი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს კომუნიკაცია გართულებულია. ამიტომ, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში შესაძლოა, სირთულეები შეგხვდეთ. ჯობს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და თითოეულ სიტყვასა და ქმედებას კარგად დააკვირდეთ...ვრცლად