ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც მალე რადიკალურად შეიცვლება

ასტროლოგიური პროგნოზი

ცოტა ხნის წინ პლანეტა სატურნი ვერძის თანავარსკვლავედში შევიდა. აღნიშნული პლანეტა ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სატურნი კარმული პლანეტაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეუძლია, საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილი გვაჩვენოს, დაბრკოლებების გადალახვაში დაგვეხმაროს და წარმატებისკენ გვიბიძგოს.

საშუალოდ, ამ პლანეტას ყველა თანავარსკვლავედის ციკლის გასავლელად 30 წელი სჭირდება. წლების შემდეგ ის ვერძის ნიშანში გადადის. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე, ამბიციური და ამავდროულად, იმპულსურები არიან.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატურნი ჩვენგან მაქსიმალურ ენერგიასა და თავდადებას მოითხოვს როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. ასტროლოგების თქმით, ვინც გამოცდას ვერ გაუძლებს, კარმული პლანეტა ბევრ რამეს წაართმევს. შიში საჭირო არ არის, უბრალოდ ახლა დგება დრო, როდესაც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და აუცილებელი ცვლილებები დაგეგმოს.

ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის იქნება. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც სატურნი აფასებს. შრომისმოყვარე, აქტიური, მიზანდასახული ადამიანები არიან...ვრცლად