ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი
1777814758
2026 წლის 1-ელ მაისს მორიელის ნიშანში სავსემთვარეობაა. მაისის სავსემთვარეობას ტრადიციულად "ყვავილოვან მთვარეს" უწოდებენ. ეს სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან მომდინარეობს და ხალხურ კალენდარშიც მყარად დამკვიდრდა. მაისი ის პერიოდია, როდესაც მდელოები პირველი მინდვრის ყვავილებით იფარება. მთვარე ამ დროს აყვავების, ბუნების გამოღვიძებისა და გაზაფხულიდან ზაფხულზე გადასვლის სიმბოლოდ გადაიქცევა.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, "ყვავილოვანი მთვარე" ის ეტაპია, როდესაც ყველაფერი, რაც გაზაფხულზე დაითესა, გამომჟღავნებასა და შედეგის მოტანას იწყებს.
2026 წლის 1-ელი მაისის მორიელის სავსემთვარეობის თავისებურებები:
სავსემთვარეობა ყოველთვის ორი საპირისპირო ნიშნის ღერძზე ვითარდება. 1-ელ მაისს მთვარე მორიელში, ხოლო მზე კუროს ნიშანში იქნება. ეს სიღრმისა და სტაბილურობის კლასიკური ღერძია: ერთის მხრივ, უსაფრთხოების, მატერიალური სიმყარისა და ჩვეული კომფორტის სურვილი გაჩნდება, ხოლო მეორე მხრივ - ტრანსფორმაციის, ძველის გაშვებისა და რაიმე ნამდვილის განცდის მოთხოვნილება თავს შეგვახსენებს.
მორიელს პლუტონი მართავს - ტრანსფორმაციის, საიდუმლოებების პლანეტა. გასაკვირი არ არის, რომ ამ სავსემთვარეობისას ზედაპირზე სწორედ ის ამოტივტივდება, რაზეც აქამდე ვდუმდით. ძველ წყენებს, გამოუთქმელ გრძნობებსა და ფარულ შიშებს გამომჟღავნების შანსი საბოლოოდ მიეცემა.
გარდა ამისა, სავსემთვარეობა პლუტონთან კვადრატში იმყოფება, რაც ისეთ დაძაბულობას შექმნის, რომლის იგნორირებაც რთული იქნება. ერთდროულად გაჩნდება დამალვისა და გარკვევის სურვილიც. იმის განცდა, რომ სწორედ ახლა რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება, მკაფიო გახდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ 1 მაისის სავსემთვარეობა "მიკრომთვარეობა" იქნება. ამ დროს მთვარე აპოგეაში - დედამიწიდან ყველაზე დაშორებულ წერტილში იმყოფება და ვიზუალურად ჩვეულებრივზე ოდნავ მცირე და მკრთალი ჩანს.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
მიწერ-მოწერებში ქექვა და პარტნიორის "შემოწმება". ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, როგორც წესი, შფოთვისგან იბადება. მსგავსი შემოწმებები შვებას იშვიათად გვგვრის და უფრო ხშირად ნდობას როგორც სხვის, ისე საკუთარი თავის მიმართ ანადგურებს. საკუთარ შიშებში გამოტყდომა ბევრად უკეთესია, ვიდრე უარესი სცენარების დადასტურების ძიება.
რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ეჭვიანობის ან შიშის პიკზე. ძლიერი ემოციები რეალობას ამახინჯებს და ისეთი საქციელისკენ გვიბიძგებს, რასაც მოგვიანებით ადვილად ვინანებთ. ის, რაც ახლა ერთადერთ სწორ გამოსავლად გვეჩვენება, ერთ დღე-ღამეში სრულიად სხვანაირად შეიძლება გამოიყურებოდეს. უმჯობესია პაუზა ავიღოთ და გადაწყვეტილებას უფრო სტაბილურ მდგომარეობაში დავუბრუნდეთ.
მნიშვნელოვანი საკითხების დამალვა - მორიელი მათ მაინც გამოამჟღავნებს. უთქმელობა გროვდება და დროთა განმავლობაში ყველაზე უხერხული ფორმით ვლინდება. რაიმეს დაფარვის მცდელობა მხოლოდ დაძაბულობასა და უნდობლობას აძლიერებს. გულწრფელობა აქ ემოციური აფეთქებების პრევენციად მუშაობს.
სხვებზე ზეწოლა და დაუყოვნებლივი აღიარებების მოთხოვნა. ყველა როდია მზად გრძნობების მყისიერად ჩამოსაყალიბებლად, ზეწოლა კი მხოლოდ წინააღმდეგობას აძლიერებს. მოთხოვნა - "ახლავე მითხარი" ხშირად ფორმალურ ან არაგულწრფელ პასუხებამდე მიგვიყვანს. სივრცე და დრო ზოგჯერ უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ყველაზე ზუსტი დაკითხვა.
ხმამაღალი, იმპულსური ჟესტების გაკეთება ჯიბრზე ან ვინმეს "შესამოწმებლად". პროვოკაციები ეფექტურად ჩანს, თუმცა სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა. მათ იმაზე მეტად ტკენა შეუძლიათ, ვიდრე გვგონია, და შესაძლოა ნდობაც დაანგრიონ. ურთიერთობების ნამდვილი გამოცდა დიალოგია და არა ემოციური ექსპერიმენტი.
საკუთარი დაღლილობის იგნორირება - სხეული ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა შფოთვასა და რეაქციების სიმკვეთრეს აძლიერებს. სხეულის სიგნალების ჩახშობა კი არა, მათი მოსმენა და პატივისცემაა ახლა მნიშვნელოვანი. დასვენება და ძალების აღდგენა გონების სიცხადისა და მდგრადობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
როგორ იმოქმედებს 2026 წლის 1-ელი მაისის მორიელის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე:
ვერძი
თქვენი ყურადღება ფინანსების, საერთო საქმეებისა და ნდობის საკითხებისკენ მიემართება. შესაძლოა დღის წესრიგში მატერიალური ან მორალური ვალდებულებების თემა დადგეს. ნებისმიერი შეთანხმების პირობების გადასასინჯად ეს ხელსაყრელი დროა. მოქმედებამდე საკუთარ სურვილებში კარგად ჩამოყალიბდით.
კურო
ეს პერიოდი პირადად თქვენ გეხებათ, რადგან მთვარე თქვენს ნიშანში მზეს უპირისპირდება. პარტნიორული ურთიერთობები, სიახლოვე და გულწრფელობა ახლა უმთავრესია. თქვენს კავშირებში რაღაც მნიშვნელოვანი გადაფასებას ან საბოლოოდ დასრულებას ითხოვს…
ტყუპები
სავსემთვარეობა სიმშვიდისა და განმარტოებისკენ გიბიძგებთ. სხეული დასვენებას, გონება კი ზედმეტი ფიქრებისგან განთავისუფლებას გთხოვთ. ნუ შეგეშინდებათ ამოტივტივებული შფოთვების, მათ უბრალოდ გვერდიდან დააკვირდით. რუტინის დასასრულებლად და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის ეს საუკეთესო მომენტია.
კირჩხიბი
მეგობრებისა და სოციალური წრის თემა განსაკუთრებით გააქტიურდება. ახლა ნათლად გამოჩნდება, თუ ვინ არის თქვენი ნამდვილი თანამებრძოლი. შესაძლოა შემოქმედებითი ან ახალი იდეებიც გეწვიოთ. ძველი ჯგუფური პროექტის დასახურად და ძალების მოსაკრებად ეს პერიოდი გამოიყენეთ.
ლომი
თქვენი კარიერა და პროფესიული იმიჯი ყურადღების ცენტრში მოექცევა. სამსახურებრივ სფეროში რაღაც მნიშვნელოვანი კულმინაციას მიაღწევს. მოსალოდნელია როგორც დიდი ხნის შრომის აღიარება, ისე დაგროვილი უთანხმოებების გამომჟღავნება. ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პირდაპირობა შეინარჩუნეთ.
ქალწული
ეს სავსემთვარეობა თქვენს მსოფლმხედველობასა და რწმენებს შეეხება. შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩენები ან ფასეულობების მკვეთრი ცვლილება განიცადოთ. სწავლასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმებიც მეტ აქტუალობას შეიძენს. გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი ინფორმაციის გასააზრებლად დრო აუცილებლად დაიტოვეთ.
სასწორი
პირადი ცხოვრება, საერთო ბიუჯეტი და პარტნიორისადმი ნდობა მთავარი განსახილველი თემები გახდება. მორიელის ენერგია დაფარული სიმართლის ზედაპირზე ამოტანას ეცდება. ნუ შეგეშინდებათ რთული კითხვების დასმის, რადგან ახლა გულწრფელი საუბარი ყველაზე მეტად გჭირდებათ.
მორიელი
ეს თქვენი დროა, ამიტომ სავსემთვარეობას ყველაზე მძაფრად სწორედ თქვენ იგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში რომელიღაც მნიშვნელოვანი ეტაპი პიკს მიაღწევს. ძველი ციკლის დასასრულებლად და პიროვნული ტრანსფორმაციისთვის ეს იდეალური შანსია. საკუთარ ძალებსა და ინტუიციას სრულად ენდეთ...ვრცლად