„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung და Chung-Ang University Gwangmyeong Hospital ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელსაც ვაზოვაგალური გონების დაკარგვის წინასწარ გამოვლენა შეუძლია.
კვლევის მიხედვით, სისტემა გონების დაკარგვის ნიშნებს დაახლოებით 5 წუთით ადრე და 84.6%-იანი სიზუსტით აფიქსირებს. ტექნოლოგია Samsung Galaxy Watch 6-ში ჩაშენებულ სენსორებსა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს იყენებს, რომლებიც გულისცემასა და პულსის ცვლილებებს რეალურ დროში აანალიზებს.
კარდიოლოგიის პროფესორის, ჯუნხვან ჩო განცხადებით, მსგავსი გაფრთხილება პაციენტს საშუალებას მისცემს, გონების დაკარგვამდე დაჯდეს, დაწვეს ან დახმარება გამოიძახოს, რაც სერიოზული ტრავმების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ვაზოვაგალური გონების დაკარგვა დროებითი მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ძლიერ სტრესს, შიშს ან სისხლის დანახვას უკავშირდება და არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას იწვევს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი პრევენციული მედიცინის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ფუნქცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.