„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1779124967
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 27-29 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს "პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონპროექტთა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას.
მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი ასევე განიხილავს კანონპროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა.
პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.