NASA-მ დედამიწიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე კოსმოსური კამერა შეაკეთა

კამერა

NASA-მ პლანეტათაშორისი ავტომატური კოსმოსური სადგურის „ჯუნოს“ კამერა დისტანციურად შეაკეთა. ამ დროს აპარატი დედამიწის ზედაპირიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.

ინჟინრებმა კამერის გაუმართაობა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც „ჯუნო“ იუპიტერის ირგვლივ 47-ზე წრეს ასრულებდა: ფოტოებზე გაჩნდა ხაზები და ხარვეზები. მოგვიანებით კი გამოსახულებების კითხვა საერთოდ შეუძლებელი გახდა. სხვადასხვა მეთოდის ცდის შემდეგ მეცნიერებმა კამერის გახურება გადაწყვიტეს. ამ დროს მასალა იმ დონემდე ხურდება, რომ ნივთიერების რეკრისტალიზაციისა და ჰომოგენიზაციის პროცესი იწყება. გახურებულმა კამერამ შთამბეჭდავი ფოტოები იუპიტერის ირგვლივ 66-ე წრეზე გააკეთა.