მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღწერეს

მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღწერეს

ტაილანდელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა გიგანტური ბალახისმჭამელი დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღწერეს. სტატია მათი ნამუშევრის შესახებ ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.

დინოზავრის ძვლები პირველად 10 წლის წინ, ტაილანდის ჩაიაფუმის პროვინციაში აღმოაჩინეს - ისინი შემთხვევით ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა. არქეოლოგიური გათხრები 2024 წლამდე გრძელდებოდა.

დინოზავრს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადართაგან ყველაზე დიდი აღმოჩნდა, Nagatitan chaiyaphumensis-ი ეწოდა. სახელი მომდინარეობს სიტყვებისგან „ნაგა“ (მითური გველისმაგვარი არსება აზიურ ფოლკლორში) და „ტიტანი“, ასევე ჩაიაფუმის პროვინციის დასახელებისგან.

იმ ქანების ასაკიდან გამომდინარე, სადაც ძვლები იპოვეს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დინოზავრი დაახლოებით 100-120 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის 27 ტონას იწონიდა (დაახლოებით იმდენივეს, რასაც ათი თანამედროვე სპილო), სიგრძეში კი 27 მეტრს აღწევდა.

ნაგატიტანი ზაუროპოდების ოჯახს ეკუთვნოდა - გრძელკისრიან ბალახისმჭამელ დინოზავრებს. ამ ოჯახის სხვა ცნობილი წარმომადგენლები არიან დიპლოდოკები და ბრონტოზავრები.