„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
მეცნიერები აცხადებენ, რომ მეტეორი, რომელიც აშშ-ში, საცხოვრებელ სახლს დაეცა, დედამიწაზე უფრო ძველია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
NASA-მ დაადასტურა, რომ ობიექტი დღისით ცაზე გადაფრინდა, სანამ 26 ივნისს, ჯორჯიის შტატში აფეთქდებოდა. ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ქვის ფრაგმენტი შეისწავლეს, რომელიც ქალაქ მაკდონოუში, სახლის სახურავს დაეცა და გახვრიტა.
მეცნიერებმა, მეტეორიტის ტიპის მიხედვით დაასკვნეს, რომ ის 4.56 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, რაც მას დედამიწაზე დაახლოებით 20 მილიონი წლით უფრო ძველს ხდის.
"ამ კონკრეტულ მეტეორიტს, რომელიც ატმოსფეროში შემოვიდა, დიდი ისტორია აქვს“, - თქვა ჯორჯიის უნივერსიტეტის გეოლოგმა სკოტ ჰარისმა.
სახლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ის კვლავ პოულობს მტვრის ნაწილაკებს სახლის გარშემო, რომლებიც მეტეორის დაცემის შედეგად დარჩა. ობიექტი, რომელსაც "მაკდონოუს მეტეორიტი" უწოდეს, ჯორჯიაში აღმოჩენილი, რიგით 27-ე მეტეორია.