ერთმა ბოსტნეულმა მთელი ევროპული ერი კინაღამ მოკლა - Forbes
1762534311
სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა სამყაროს შენელებული გაფართოების ფაზაში შესვლის მტკიცებულებები გამოავლინეს, რაც ბნელი ენერგიის ცვალებად თვისებებს უკავშირდება. მათი ვარაუდით, ამან შესაძლოა „დიდ შეკუმშვამდე“ მიგვიყვანოს. სტატია ამ აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
თეორიის თანახმად, სამყარო შეიკუმშება და „კოლაფსს“ განიცდის იმ საწყის მდგომარეობამდე, რომელიც დიდ აფეთქებამდე იყო, რის შედეგადაც ის შეიქმნა. ზოგიერთის აზრით, აფეთქება-შეკუმშვის ციკლი სამუდამოდ გაგრძელდება.
ჩატარებული გათვლები აჩვენებს, რომ ბნელი ენერგია უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
„თუ ეს შედეგები დადასტურდება, ეს გამოიწვევს უდიდეს პარადიგმულ ძვრას კოსმოლოგიაში ბნელი ენერგიის აღმოჩენის შემდეგ, რაც 27 წლის წინ მოხდა“, - განაცხადა იონსეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ლი იონ-ვუკმა.
თანამედროვე სამეცნიერო წარმოდგენების თანახმად, სამყარო ბნელი ენერგიის ზემოქმედების შედეგად აჩქარებით ფართოვდება. თუმცა, 2018 წელს „კოსმოლოგიური კრიზისი“ დაიწყო, რომელიც გაფართოების სიჩქარის გაზომვებში არსებულ შეუსაბამობებს უკავშირდება.
2025 წლის დასაწყისში ასტრონომებმა მონაცემებში ბნელი ენერგიის თვისებების ცვლილებები აღმოაჩინეს. კორეელმა მკვლევრებმა გააანალიზეს ინფორმაცია 300 შორეული ზეახალი ვარსკვლავის შესახებ და აფეთქების სიკაშკაშესა და გალაქტიკების ასაკს შორის კავშირი გაითვალისწინეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ბნელი ენერგია შესუსტდა და გაფართოების სიჩქარის მუდმივი ზრდა შეწყვიტა. დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ ეს ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ სამყაროს გაფართოებამ შენელება დაიწყო.