„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
ახალი კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ პოლონური ენა ყველაზე ეფექტურად მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან (AI) კომუნიკაციისას.
კვლევა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, რომელი ენა იძლევა უფრო ზუსტ შედეგებს ტექსტური ინსტრუქციების მიწოდებისას.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 26 სხვადასხვა ენა შეადარეს ერთმანეთს, მათ შორის ინგლისური, ჩინური, ფრანგული და რუსული. შედეგებმა აჩვენა, რომ პოლონურმა 88%-იანი სიზუსტით მოიპოვა პირველი ადგილი, ხოლო ინგლისური მხოლოდ მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, დაახლოებით 84%-ით.
კვლევაში მონაწილეობდა ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მოდელები — ChatGPT, Google Gemini, Qwen და Llama 2.
აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ ენაზე ტრენინგისთვის შედარებით მცირე მოცულობის მონაცემი გამოიყენებოდა, მოდელებმა მაინც აჩვენეს უკეთესი შედეგები, ვიდრე ბევრად გავრცელებულ ენებზე.
ექსპერტების აზრით, პოლონური ენის სტრუქტურა — რთული გრამატიკა, ზუსტი ფორმები და წინადადების სტაბილური წესრიგი — ხელს უწყობს AI-ს უფრო მკაფიოდ გაიგოს მომხმარებლის მითითებები.
მეორე და მესამე ადგილები ფრანგულმა და იტალიურმა ენებმა დაიკავეს, ხოლო ყველაზე სუსტად ჩინურმა ენა იმუშავა.