გასახდომი ინიექციები და ბარიატრიული ქირურგია სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებენ - ახალი კვლევა

გასახდომი ინიექციები

გასახდომი ინიექციები ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს - ასეთ დასკვნამდე ისრაელელი მეცნიერები მივიდნენ.

სპეციალისტებმა ჭარბი წონის მქონე 6 ათასი ადამიანის ისტორია შეისწავლეს, რომლებსაც მანამდე ონკოლოგიური დაავადება არ ჰქონიათ. ამ პაციენტებმა ან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთეს, ან გასახდომ პრეპარატებს იყენებენ, რომლებიც ორგანიზმში შაქრის დონეს ამცირებენ და ადამიანს დანაყრების გრძნობას უფრო დიდი ხნით უნარჩუნებენ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ბარიატრიული ქირურგია კიბოს განვითარების რისკს 30-42%-ით ამცირებს. წონის შესამცირებელი პრეპარატები მეტი ეფექტიანობით სარგებლობს - თითქმის 50%-მდე. კვლევის ავტორები ამას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ინიექციები ანთებით პროცესებს ამცირებს, რაც ონკოლოგიის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.