წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში მწვადი პირველად მოამზადეს. ამისთვის მათ ორბიტალური სადგურის, „ტიანგუნის“ ბორტზე, ახალი, უწონობაში მუშაობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გამოიყენეს.
Global Times-ის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ეკიპაჟის ორმა წევრმა ქათმის ფრთები შეწვა, ხოლო მისიის ხელმძღვანელისთივს სტეიკი მოამზადეს. პროცესს 28 წუთი დასჭირდა. ხომალდის „შენჯოუ-20“ ეკიპაჟი ჩინეთის ორბიტალურ სადგურზე 24 აპრილს ჩაფრინდა. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ასტრონავტია: მეთაური ჩენ დუნი, ვისთვისაც ეს ფრენა კარიერაში მესამეა და ჩენ ჯუნრუი და ვანგ ძიე, რომლებიც კოსმოსში პირველად იმყოფებიან.
2020 წელს კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარდა NanoRacks-ისა და Zero G Kitchen-ის წარმოების ღუმელის ტესტირება - მასში ხუთი შოკოლადის ორცხობილას მომზადებას 130 წუთი დასჭირდა.