მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია instagram გვერდზე ხშირად აქტიურობს. ამჯერად მან სოციალურ ქსელში გამომწერებთან აღიარა, რომ სიმღერების ტექსტი ბოლო დროს ხშირად ავიწყდება.
ქეთა ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად არის დაკავებული შვილების აღზრდით.
„ხშირად ვუყურებ საბავშვო გადაცემებს ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, ტვინი გადამეწვა და მივხვდი, რატომ მავიწყდება ტექსტები ჩემი სიმღერებიდან“ – ამბობს თოფურია.
მომღერალი ოფიციალურად დეკრეტულ შვებულებაშია. მისი და ბიზნესმენ ლევ დენგოვის ვაჟი ადამი, ერთი წლისა.
