1748675716
რა სურვილი აქვს კიმ კარდაშიანის დედას სიკვდილის შემდეგ

კრის ჯენერს სურს სიკვდილის შემდეგ, მისი ფერფლისგან ყელსაბამები დაამზადონ, რათა მისი ნაწილი შვილებმა მუდმივად თან ატარონ, - ამის შესახებ ქლოი კარდაშიანმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კრის ჯენერმა ცოტა ხნის წინ სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია გაიკეთა. ქლოი კარდაშიანმა, რომელიც ოპერაციის შემდეგ დედასთან იმყოფებოდა, კრის ამ სიტყვებით მიმართა:
„გახსოვს, როცა გინდოდა სიკვდილის შემდეგ შენი ფერფლისგან ჩვენთვის ყელსაბამები დაემზადებინათ?".
ამაზე კრისმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ახლაც ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი იდეაა".

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748719156