რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა ჩამოიყვანა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია.
იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ჯგუფმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა საქართველოს მონატრებამ ნინა დრამას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი დააწერინა. გთავაზობთ ბოლო ემოციურ სტატუსს, რაც ჟურნალისტმა ახლახან სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ქართული კულტურა მშვენიერია, ისინი სტუმრებს ოჯახის წევრებივით იღებენ. მაპატიეთ ამდენი პოსტი საქართველოზე, მაგრამ მართლა მომენატრა და ველი უკან დაბრუნებას“, - წერს ნინა დრამა.