საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
ქალმა 1 მლნ დოლარი მოიგო და მალევე ქმარს გაშორდა, რათა მისთვის თანხა არ გაეყო. დენის დეროსს სჯეროდა, რომ განქორწინების შემთხვევაში ქმარი მოგებული თანხიდან წილს ვერ მოითხოვდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად შემოოტრიალდა. ქმარმა გაიგო, რომ ცოლმა განქორწინებამდე 11 დღით ადრე 1, 3 მლნ დოლარი მოიგო.
„უბრალოდ ვერ ვიჯერებ. დენისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ ჩამელაგებინა ნივთები და სახლიდან წავსულიყავი. ეს მას საერთოდ არ ახასიათებდა“ - იხსენებს თომასი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
მოტყუებულმა ქმარმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი ცოლი მილიონერი გახდა. ძველი სახლის საფოსტო ყუთში შემთხვევით იპოვა ყოფილი მეუღლისათვის მიწერილი მილოცვის წერილი. ცნობისთვის, აშშ-ში ლატარიის კომპანიები მოგების შესახებ შეტყობინებებს ფოსტით აგზავნიან გამარჯვებულის ყველა რეგისტრირებულ მისამართზე.
როდესაც თომასმა მოგების და განქორწინების თარიღები შეადარა, თავი არა მხოლოდ მოტყუებულად, არამედ შეურაცხყოფილად იგრძნო, რადგან 25 წლის განმავლობაში ის უზრუნველყოფდა ოჯახს და ცოლს უფლებას აძლევდა, ეკეთებინა ის, რაც მას სურდა. თომასს დიდხანს არ უფიქრია და გადაწყვიტა სარჩელის შეტანა სასამართლოში. მოტყუებული ქმრის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი შოკირებული იყო სიმართლის გაგებისას: „მას გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, რა ხდებოდა“.
სასამართლომ საქმე განიხილა და აღიარა, რომ დენისმა განზრახ დამალა დიდი ფულადი მოგება განქორწინებამდე, რითაც კანონი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ დაადგინა, რომ მისი ქმედებები იყო თაღლითური, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მოგება (1, 3 მლნ დოლარი) უნდა გადაეცეს მის ყოფილ ქმარს.
„წლები ვოცნებობდი ამ ურთიერთობის დასრულებაზე“ - განაცხადა ყოფილმა ცოლმა სასამართლოს სხდომაზე.
ქალი ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას, რომ მოგება მისთვის ტოქსიკური ქორწინებისგან თავისუფლების სიმბოლო იყო და კანონის უცოდინარობამ ხელი შეუშალა ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებაში. სასამართლო ურყევი დარჩა და ქალს დაავალა ყოფილი ქმრისთვის გადაეხადა 66 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.
კონოლი ოიოლერმა, დენისის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მის კლიენტს მოგება რომ არ დაემალა ყოფილი ქმრისთვის, შეეძლო დაეტოვებინა თანხის მინიმუმ ნახევარი ან უმეტესი წილი.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603