ვინ მიიღებს, ერთჯერადად, 1000 და 2000-ლარიან დახმარებას - მთავრობის განკარგულება ცნობილია
1746560180
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli.it-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლის ცენტრში, კერძოდ, „ვია ტასოს“ ქუჩაზე ცხოვრობს.
„კვარა" შესანიშნავი პროფესიონალია, მოედნის გარეთ სერიოზული და თავმდაბალი ბიჭია. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს მანქანა მოჰპარეს, ამის შემდეგ ხვიჩა დროებით ნეაპოლში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ახლა ახალი სახლი აქვს.
კვარაცხელია ნეაპოლის ცენტრში, „ვია ტასოს“ ქუჩაზე იცხოვრებს. საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვითა და პარკინგით“.- წერს გამოცემა.
ნახეთ ხედები ↓